თბილისი, 22 მარტი - Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) ოსაკაში გაზაფხულის ჰაცუ ბაშოზე ასპარეზობა წაგებით დაასრულა.
ტურნირის დასკვნით დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-18 მაეგაშირა კოტონოვაკესთან დამარცხდა.
ტოჩინოშინისთვის ეს წაგება ტურნირზე მეცხრე გახდა, გამარჯვება კი ექვსჯერ მოიპოვა. ჰაცუ ბაშოს შედეგების მიხედვით უარყოფითი ბალანსი ნიშნავს იმას, რომ განახლებულ რეიტინგში ქართველი სპორტსმენი რამდენიმე პოზიციით ჩამოქვეითდება. ამ მომენტისათვის ჩვენი სპორტსმენი დასავლეთის მეცხრე მაეგაშირაა.
რაც შეეხება ტურნირის გამარჯვებულს, ის გახდა 69-ე იოკოძუნა ჰაკუხო, რომელმაც იმპერატორის თასი 44-ედ მოიგო.