თბილისი, 22 მარტი - Sputnik. მობილური კავშირის ოპერატორ Magtiсom-ის აბონენტები ერთი საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ზარის განხორციელებას და შეტყობინებების გაგზავნას, აგრეთვე ინტერნეტი მიუწვდომელი იყო.
მომხმარებლები ვერ შედიოდნენ Magti-ს ვებგვერდზეც, რომელიც ასევე შეფერხებებით მუშაობს. კომპანიის ოპერატორებთან დაკავშირებაც შეუძლებელი იყო.
როგორც მედია იუწყება, კომპანიის ინტერნეტ-პროვაიდერ „კავკასუს ონლაინს“ საბითუმო გაყიდვების პრობლემები შეექმნა. „მაგთიკომმა“ ადრე შეიძინა „კავკასუს ონლაინისგან“ საოპერაციო აქტივები, რომლებიც საცალო და კორპორატიული მომსახურებისთვის არის საჭირო.