მკვლელობა მარნეულში - პოლიციამ დაღუპული ადამიანის თანასოფლელი დააკავა

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 28 წლის თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში 26 წლის მამაკაცი დააკავეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს სოფელ ქუთლიარის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 28 წლის თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0