მეუფე გერასიმე: „როცა ადამიანი ავად არის, თავი უნდა შეიკავოს ეკლესიაში მოსვლისგან“

© Sputnik / Vladimir Umikashviliტურისტები პირბადეებით ეკლესიებში
ტურისტები პირბადეებით ეკლესიებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეუფე გერასიმეს თქმით, პატარა ტაძრებს თავიდანვე რეკომენდაცია მიეცა, რომ მრევლი დადგეს გარეთ, ყველგან არის საშუალება გაკეთდეს ხმოვანი მოწყობილობა

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს განცხადებით, როცა ადამიანი ავად არის, თავი უნდა შეიკავოს არამხოლოდ ეკლესიაში მისვლისგან, არამედ სამსახურში მისვლისგანაც.

ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში  საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ზიარების წესს, მასში ცვლილებები მეუფე გერასიმეს არ შეუტანია და ყველა საერთო კოვზიდან ეზიარა.

„დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის შესასრულებელია. დავიცვათ მცნებები, რომელსაც ჩვენ ეკლესია გვასწავლის. ვილოცოთ, რომ უფალმა მშვიდობა დაამყაროს სამყაროში და სულიერი სიყვარულით შეხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს “, - ბრძანა მეუფე გერასიმემ.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ტაძარი ნარიყალაზე - Sputnik საქართველო
სასულიერო პირები მზად არიან ყველა მსურველი და დაავადებული ადამიანი სახლებში აზიარონ

მეუფემ ისაუბრა 10 კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვაზე, რომელსაც შაბათს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს.

„პრემიერის შემდეგ გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე და თქვა, რომ ეს საკითხი არ ეხება ეკლესიას. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს 10 ადამიანის ციფრი. თქვენ ხართ ახლა ჟურნალისტები 10 კაცი, დავამატოთ მრევლი. შემდგომში, როცა მოხდა უკვე საღამოს შეხვედრა პრემიერის და პატრიარქის, ნათელი მოეფინა ბევრს რამეს. დაცული უნდა იყოს რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო თითოეული ჩვენთაგანისთვის აწესებს. პატარა ტაძრებში თავიდანვე რეკომენდაცია მივეცით, რომ მრევლი დადგეს გარეთ, ყველგან არის საშუალება გაკეთდეს ხმოვანი მოწყობილობა“, - ბრძანა მეუფე გერასიმემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სნეული ადამიანი არ უნდა მივიდეს ტაძარში.

„ჩვენ არამხოლოდ დღეს მოვუწოდებთ, არამედ ნებისმიერ დროს, როცა კეთილდღეობა და მშვიდობაა. როცა ადამიანი ავად არის, თავი უნდა შეიკავოს არამხოლოდ ეკლესიაში მოსვლისგან, არამედ სამსახურში მისვლისგან. ვიმოქმედებთ იმ რეკომენდაციებით, რაც იქნება სახელმწიფოსგან მიერ დაშვებული“, - განაცხადა სასულიერო პირმა.

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ბავშვია

მეუფე გერასიმე ასევე ზიარების წესს შეეხო.

„ზიარების შესახებ არანაირი წესი არ შეცვლილა, ერთ ადგილობრივ ეკლესიას წესი არ შეუცვლია, ცვლილება არ შეუტანია. 15 ეკლესია არის მართლმადიდებლური, მხოლოდ რუსეთში შეიტანეს ცვლილება. დანარჩენ მსოფლიო საპატრიარქოს და სხვას არავის ზიარების წესში ცვლილება არ შეუტანია", - განმარტა მან.

22 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 2 956 ადამიანია, კიდევ 291 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0