მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მე COVID 19 მქონდა: განკურნებულმა ექიმმა დეტალურად აღწერა შეგრძნებები

© photo: AFP 2020 / STRეპიდემიასთან მებრძოლი ექიმები
ეპიდემიასთან მებრძოლი ექიმები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იზოლაციაში ყოფნისას ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა. დაახლოებით ორ საათში მან დაკარგა მადა, ხოლო საკვებმა ლითონის გემო მიიღო.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ბრიტანელმა ექიმმა, რომელიც ახალი კრონავირუსით ინფიცირების შემდეგ გამოჯანმრთელდა, დეტალურად აღწერა დაავადების სიმპტომები. 

გამოცემა Daily Mail–ის ინფორმაციით, 60 წლის კლერ გერადა ნიუ–იორკში ყოფნისას დაინფიცირდა, თუმცა სიმპტომები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა. 

​როგორც ირკვევა, ბრიტანეთში კვირას დაბრუნებულმა გერადამ სამშბათს დილიდან დაღლილობა იგრძნო და მშრალი ხველება დაეწყო.  თავდაპირველად ხველება მსუბუქი იყო და ექიმმა ეს ხანგრძლივ ფრენას დააბრალა, თუმცა მერე და მერე ყელის სიმშრალე მძაფრ ტკივილში გადაიზარდა.

მოგვიანებით კლერ გერადას სიცხემ აუწია, დაეწყო ცხელება და კანკალი. ამის შემდეგ ექიმი უკვე მიხვდა, რომ საქმე კორონავირუსით ინფიცირებასთან ჰქონდა. ამიტომ COVID 19–ზე ტესტი გაიკეთა და თვითიზოლაციის რეჟიმზე გადავიდა.

იზოლაციაში ყოფნისას ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა. დაახლოებით ორ საათში მან დაკარგა მადა, ხოლო საკვებმა ლითონის გემო მიიღო. კლერ გერადა იძულებით ჭამდა საჭმელს და სვამდა ლიმონიან წყალს, რათა ყელისთვის შვება მიეცა.  ამასთან, მისი თქმით, ცხვირში და შესაძლოა ყელშიც, გაუჩნდა წყლულები. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
შუაღამიდან დილამდე: დაკავებული მიტროპოლიტი და ჯანმოს უახლესი განმარტებები - 21-22 მარტი

როგორც გერადა ამბობს, ასე ცუდად მანამდე თავი არსდროს უგრძვნია — მას გამუდმებით უნდოდა ძილი. ექიმი სიცხის დასაწევად დღეში სამჯერ იღებდა პარაცეტამოლს. ხოლო როცა ტესტის პასუხები მიიღო, რომლებმაც COVID 19 დაადასტურა, ტემპერატურამ უკვე დაუწია და ხველებაც შეუწყდა.

შაბათისთვის კლერ გერადას მადა დაუბრუნდა, ხოლო ორშაბათს უკვე ჯანმრთელად იგრძნო თავი. მიუხედავად ამისა, ექიმმა თვითიზოლაციის რეჟიმი  კიდევ ერთი კვირით გაიხანგრძლივა.

როგორც ექიმი ამბობს, ინფექციის მოკლე დროში დამარცხება იმიტომ შეძლო, რომ მას არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია.

ამ დროისათვის COVID 19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, მსოფლიოს 171 ქვეყანაში 307 277 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 13 048 და გამოჯანმრთელდა 92 332. ქვეყნების რაოდენობამ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, 22–ს მიაღწია.ესენია: ჩინეთი, იტალია, ირანი, ესპანეთი, გერმანია, აშშ, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ავსტრია, ბელგია, ნორვეგია, შვედეთი, დანია, კანადა, მალაიზია, პორტუგალია, ავსტრალია, იაპონია, ბრაზილია.

 

ყველა ახალი ამბავი
0