Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით კონსულტაციები იწყება

© AFP 2024 / Franco Rivolli Art / Piero Cruciattiმხატვარ Franco Rivolli Art-ის გრაფიტი Papa Giovanni XXIII-ის ჰოსპიტალის კედელზე ბერგამოში
მხატვარ Franco Rivolli Art-ის გრაფიტი  Papa Giovanni XXIII-ის ჰოსპიტალის კედელზე ბერგამოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპაში კორონავირუსის გავრცელების გამო მყოფი საქართველოს ბევრი მოქალაქე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურებს დახმარებას სთხოვს

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის ონლაინ-კონსულტაციების სერიას იწყებს, ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების ვებგვერდზე.

ევროპაში მყოფი საქართველოს ბევრი მოქალაქე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურებს დახმარებას სთხოვს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეებს სამედიცინო კონსულტაციის მიღებაში დაეხმაროს.

პირველი ონლაინ კონსულტაცია გაიმართება დღეს - 2020 წლის 20 მარტს, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იტალიის დროით 17:00 საათზე, საელჩოს Facebook-გვერდზე.

მოქალაქეებს შეუძლიათ, შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე მისამართზე Rome.doctor@mfa.gov.ge.

სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ კონსულტაციების 21 მარტს ესპანეთი, ხოლო 22 მარტს - საფრანგეთში გაიმართება.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საიდან ჩამოფრინდებიან თვითმფრინავები საქართველოში 23 მარტს – ფრენების განრიგი

მომდევნო კვირის გრაფიკი გამოქვეყნდება ორშაბათს - 23 მარტს.

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის გავრცელების კერად იქცა. ეპიცენტრი იტალიაშია, შემდეგ მოდის ესპანეთი. ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში და სხვა ევროპულ ქვეყანაში.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-19. ჯანმომ 11 მარტს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0