საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სისწრაფის შენელების მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება 22 მარტიდან და გაგრძელდება ერთ თვეს - 21 აპრილამდე.

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საგანგებო მდგომარეობის შემოღების თხოვნით მიმართა.

საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება ერთ თვეს - 21 აპრილამდე.

„საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე", - განაცხადა გახარიამ.
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
დავითაშვილი: მოსახლეობა სურსათს შეუფერხებლად მიიღებს

10 კაცზე მეტი პირის შეკრება აიკრძალება, თუმცა, გახარიას თქმით, კომენდანტის საათი არ გამოცხადდება.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

ყველა ახალი ამბავი
0