კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პირი გარდაცვლილის წლისთავზე იმყოფებოდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliცარიელი რკინიგზის სადგური
ცარიელი რკინიგზის სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ის პირი, რომელიც ინფიცირებულთან ერთად ამ წლისთავზე იმყოფებოდა, სიმპტომების გამოვლენამდე თვითიზოლაციაში განთავსდა

თბილისი, 19 მარტი - Sputnik. ერთ-ერთი ბოლო პაციენტი, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, ვიღაცის წლისთავზე იმყოფებოდა და მასთან ერთად იქ მყოფი ყველა ადამიანი თვითიზოლაციაშია, იუწყება პირველი არხი.

თენგიზ ცერცვაძე: არავინ იცის როდის იქნება კორონავირუსის გავრცელების პიკი >>

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ადამიანებზე დაკვირვება მიმდინარეობს.

„ყველა პიროვნება, რომელიც იყო წლისთავზე, არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს დილიდან ცნობილი გახდა კორონავირუსით დაავადების ორი ახალი შემთხვევის შესახებ. ამგვარად, ინფიცირებულთა რიცხვი 38-დან 40-მდე გაიზარდა. ერთ-ერთი ინფიცირებული 80 წლის ქალია, რომელიც კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს.

ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ უახლოეს დროს მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. სპეციალისტები საუბრობენ ინფექციის მეოთხეულ და მეხუთეულ გადაცემაზე, როდესაც პაციენტებმა არ იციან, სად და როგორ დაინფიცირდნენ - ასეთ შემთხვევაში სიტუაცია ეპიდემიაში შეიძლება გადაიზარდოს.

თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევს პოლიცია აკავებს - Sputnik საქართველო
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის კარანტინში 28 პირი გადაიყვანეს

პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველომ ორი კვირით დაკეტა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო. სახელმწიფო უწყებები და კერძო ორგანიზაციების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ეკლესიებში დეზინფექცია ტარდება, ზოგიერთი კონფესიების ტაძრებში მსახურება გაუქმებულია.

საქართველოს მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადამდელი დახურვის შესახებ გამოაცხადა.

რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიების გაუქმების შესახებ. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაიდო სპორტული, კულტურული და სხვა მასობრივი ღონისძიებები. დაიკეტა თითქმის ყველა თეატრი და მუზეუმი.

მუშაობა შეწყვიტა დედაქალაქის ღამის კლუბებმა. დაიკეტა ყველა სპორტული დარბაზი და სპა-ცენტრი. შეწყდა საქართველოს ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთისა და რაგბის ჩემპიონატები. გაურკვეველი ვადით გადაიდო ძიუდოში თბილისის გრან–პრის გამართვა. მთავრობის რეკომენდაციებით იხურება სილამაზის სალონები, კაფეები, ბარები, გასართობი ცენტრები, კაზინოები და ტოტალიზატორები.

ყველა ახალი ამბავი
0