Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უფასოდ დაარიგე“ - ქეთა თოფურია პირბადეების წარმოების გამო გააკრიტიკეს

© Photo: Keta Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთა თოფურიამ გადაწყვიტა კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ, საკუთარი ბრენდის სახელით პირბადეები აწარმოოს. აღმოჩნდა, რომ მისი პირბადე სამედიცინო დანიშნულების არაა. ნახეთ რატომ გააკრიტიკეს მომღერალი

ქეთას ექსპერიმენტები ძალიან უყვარს. როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე გარეგნულ ცვლილებებში სელებრითებს შორის იგი უკონკურენტოა. მისი ცხოვრება ბევრ ადამიანს ხიბლავს, სტილს კი ბევრი მიმდევარი ჰყავს. ამიტომ, მომღერალმა ახალი გამოწვევები მიიღო და დიზაინერობას შეუდგა. მის ტანსაცმლის ხაზს „ketione“ ჰქვია და საკმაოდ მოთხოვნადია. მართალია, მომღერალმა რამდენიმე წელიწადში სამ პარტნიორთან ურთიერთობა ვერ დაალაგა, დიდ სკანდალებში გაეხვა, სამაგიეროდ კარიერულმა მიღწევებმა მაქსიმუმს მიაღწია. 

ახლა, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანდა კორონავირუსთან საბრძოლველად, ქეთამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - გადაწყვიტა საკუთარი ბრენდის ხაზით პირბადეები გამოუშვას. როგორც ვიდეოში აღნიშნავს, ნიღბებს სამედიცინო დანიშნულება არ აქვს. „ინსტაგრამის“ ამ ვიდეოზე უამრავი ნეგატიური კომენტარი დაიწერა. მომღერალს ურჩევენ, ან უფასოდ დაარიგოს ეს ნიღბები, ან ვირუსის ფონზე „ფულის გაკეთება“ შეწყვიტოს, რადგან სამედიცინო დანიშნულების გარეშე ნიღბების ტარებას აზრი არ აქვს. ვიდეოს ბოლოს ქეთას ახალი შეყვარებული, ბელორუსელი ბიზნესმენი ლევ დენგოვიც ჩანს. სავარაუდოდ, წყვილს იდეა ერთად გაუჩნდათ და მას ამაში მისი მეორე ნახევარი აქტიურად უჭერს მხარს. ოფიციალურ საიტზე მისი ფასი 1500 რუბლია, რაც ქართულ ლართანმ მიმართებაში დაახლოებით 65 ლარამდე ღირს.

View this post on Instagram

@_ketione_ 👈🏾😷

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი, ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპოდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-თან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0