Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ესპანეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშიმადრიდი
მადრიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპაში კორონავირუსით საქართველოს 20-მდე მოქალაქეა ინფიცირებული. საქართველოს საკონსულოები არიან მუდმივ კომუნიკაციაში ამ მოქალაქეებთან.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ესპანეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სტანდარტული პროცედურებით ვერ განხორციელდება, განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

ესპანეთში საქართველოს მოქალაქის კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.

„გარდაიცვალა საქართველოს ასაკოვანი მოქალაქე, რომელიც განეკუთვნებოდა მაღალი რისკის პაციენტებს. რაც შეეხება გადასვენების საკითხებს, იცით, რომ სახელმწიფო ეხმარება მოქალაქეების გადმოსვენებაში, თუმცა გადმოსვენებები სტანდარტული პროცედურებით ვერ ხორციელდება იმის გათვალისწინებით, რომ არის განსაკუთრებული მდგომარეობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შემუშავებული აქვს სპეციალური წესები“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

თვითიზოლაციის წესების დამრღვევთა დაკავება - Sputnik საქართველო
თურქეთიდან დაბრუნებული 50 საქართველოს მოქალაქე კარანტინს საირმეში გაივლის

ევროპის ხუთ ძირითადი ქვეყანაში საქართველოს 20-მდე მოქალაქეა ინფიცირებული.

„მოქალაქეებთან გვაქვს უშუალო კომუნიკაცია. ამ 20 შემთხვევიდან 10 მსუბუქი შემთხვევებია, შესაბამისად, სტაციონარულ შემთხვევებთან არ გვაქვს საქმე. პრინციპში, ამბულატორიული პირობებით ხდება დაკვირვება. რამდენიმე შემთხვევაა, სადაც ასაკიანები არიან, თუმცა, მათ დინამიკას აკვირდება ადგილობრივი ჰოსპიტალები. მთლიანობაში ამ მოქალაქეების ძირითადი ნაწილი სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობას“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

მისი თქმით, საქართველოს საკონსულოები არიან მუდმივ კომუნიკაციაში ამ მოქალაქეებთან.

რაც შეეხება საქართველოს, 19 მარტის მონაცემებით კორონავირუსის 40 შემთხვევაა დაფიქსირებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 262 პაციენტია მოთავსებული. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 1592 ადამიანი იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0