გამყრელიძე: კორონავირუსის მქონე 39 პირიდან თორმეტს პნევმონია აქვს

გამოწერა
საყურადღებოა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ხანდაზმული. მათზე მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები. დღეს 197 უკვე გავიდა თვითიზოლაციიდან. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელები არიან

თბილისი, 19 მარტი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ 12 ადამიანს პნევმონია აქვს, განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 262.

მთავრობის ადმინისტრაცია – დარბაზი ბრიფინგებისთვის - Sputnik საქართველო
ჩიქოვანი: მიღებულია გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გამკაცრდეს ზომები

გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ექიმები 39 ინფიცირებულს მკურნალობენ

„უფრო მეტად საყურადღებოა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ხანდაზმული. მათზე მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები. გამომდინარე იქიდან, რომ აუცილებელია ყველა ამ პაციენტის კონტაქტის ჩაღრმავებული კვლევა, დღემდე ჩატარებულია 238 კონტაქტის ჩაღრმავებული კვლევა და განხორციელებულია მათზე დაახლოებით 10 ათასი სატელეფონო ზარი, რათა მოხდეს მეტი სავარაუდო კონტაქტის მოძიება და პრევენციული ღონისძიებების გატარება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან კარანტინში მყოფებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაწილს თვითიზოლაციის რეჟიმის ვადა გაუვიდა.

ესპანეთში კორონავირუსით სქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა>>

„დღეს 197 უკვე გავიდა თვითიზოლაციიდან. ანუ მათ გაუვიდათ ის ორკვირიანი ვადა. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელები არიან და დაუბრუნდნენ ყოველდღიურ ცხოვრებას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0