ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ გადის ხოლმე გარეთ კორონავირუსის გამო. ჟურნალისტს ნიღაბი და სათვალე უკეთია და ის წერს, რომ სამყარო შეიშალა, თუმცა საინტერესო ეპოქაში დაიბადა.
„შემდეგ სერიაში უცხოპლანეტელებს ველოდები. p.s. პირბადე რომ უკუღმაა არ შეიმჩნიოთ“, – წერს ჟორჟოლიანი. რამდენიმე დღის წინ ნანუკას შვილი მარიამ გეგუჩაძე პარიზიდან ჩამოფრენის შემდეგ კარანტინში გადაიყვანეს.
View this post on Instagramlook by @datunasulikashvili makeup @mgoshxeteliani 💇🏼♀️ by @mishagasitashvili
ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა საკმაოდ ცნობილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მარიამ გეგუჩაძე საფრანგეთში სწავლობს, საქართველოში ხშირად ჩამოდის. ამის მიზეზი კი ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებია.
ნანუკა და საბაც მას ხშირად აკითხავენ, შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ერთად მოგზაურობენ. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.