ავარია იგოეთთან - დაღუპულია ერთი ადამიანი

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევა იგოეთთან მოხდა.

თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა, შედეგად ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0