თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში პარასკევს, 20 მარტს უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
მზე 07:03 საათზე ამოვა და 19:13 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +2 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +12 გრადუსი იქნება.
ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
საქართველოს დედაქალაქში 20 მარტს ყველაზე დაბალი ტემპერატურა მინუს 6,9 გრადუსი დაფიქსირდა 1929 წელს, ყველაზე მაღალი - პლუს 23,2 გრადუსი კი 1962 წელს.