თბილისი–ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან ევროპიდან დაბრუნებული კაცი გაიქცა

© Sputnik / STRINGERპოლიცია თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევებს აკავებს
პოლიცია თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევებს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით 99 ადამიანია გადაყვანილი.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე თბილისი–ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან ერთ-ერთი მგზავრი, ევროპიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული კაცი გაიქცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პოლიცია თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევებს აკავებს - Sputnik საქართველო
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა. მან ტელეფონით ახლობელთან საუბრის დროს თქვა, რომ ოთხი დღის წინ პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ თვითნებურად დაარღვია თვითიზოლაციის რეჟიმი და ზუგდიდისკენ მიდიოდა. ამან სხვა მგზავრების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. ერთ-ერთმა მგზავრმა „ცხელ ხაზზე“ დარეკა, რის შემდეგაც ახალგაზრდა კაცი მიკროავტობუსიდან გაიქცა.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მარი გიუნაშვილის განცხადებით, მისი ადგილსამყოფელის დადგენას პოლიცია ცდილობს.

„მომხდარ ფაქტზე ეცნობა პოლიციას. სხვა მგზავრებმა აღნიშნული პირის სატელეფონო საუბრის შინაარსიდან შეიტყვეს, რომ კაცი რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო პოლონეთიდან, ექვემდებარებოდა შიდა იზოლაციას, თუმცა ეს რეკომენდაცია დაარღვია... მიკროავტობუსის მძღოლს და ყველა მგზავრს მივეცით შიდა იზოლაციის რეკომენდაცია, გაქცეულ მგზავრს კი დაკავების შემდეგ კარანტინში გადავიყვანთ“, – განაცხადა გიუნაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით 99 ადამიანია გადაყვანილი.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 18 მარტისთვის>>

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0