https://sputnik-georgia.com/20200318/COVID-19-saqarTveloSi-marTvis-mowmobis-misaRebi-gamocdebi-droebiT-Sewydeba-248009493.html
COVID-19 საქართველოში: მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები დროებით შეწყდება
COVID-19 საქართველოში: მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები დროებით შეწყდება
Sputnik საქართველო
იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში 18.03.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-03-18T20:16+0400
2020-03-18T20:16+0400
2023-08-17T18:18+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
COVID-19 საქართველოში: მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები დროებით შეწყდება
20:16 18.03.2020 (განახლებულია: 18:18 17.08.2023) იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში
თბილისი, 18 მარტი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას დროებით წყვეტს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 20 მარტიდან საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.
„მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 216.
კორონავირუსის გამო ქვეყანა ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადავიდა.