თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 მარტს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და სოფელი გლდანის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III, IV კვარტლების, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის და შუამთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.