„საქართველოს რკინიგზა“ სატრანზიტო გადაზიდვების კუთხით ინიციატივით გამოდის

© photo: Sputnik / Stanislav Savinსატვირთო კონტეინერები
სატვირთო კონტეინერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონტეინერო გადაზიდვების პროცესში მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები და ადამიანები მინიმალურად იქნებიან ჩართული.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. სატვირთო გადაზიდვების სტაბილურობის შესანარჩუნებლად „საქართველოს რკინიგზა“ გამოდის ინიციატივით სატრანზიტო-საკონტეინერო გადაზიდვები ბათუმის, ფოთისა და თბილისის ტერმინალებიდან აზერბაიჯანის, სომხეთისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით განხორციელდეს, იუწყებიან „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში.

კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ მომსახურება კონკურენტული ტარიფებით განხორციელდება.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
ფასები, ნავთობი, კორონავირუსი: საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის შეკავებას გეგმავს

„ტარიფები, ბუნებრივია, დამოკიდებულია ტვირთების სახეობასა და მოცულობაზე“, - პირველი არხის ეთერში განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძე.

ფერაძის თქმით, საკონტეინერო გადაზიდვების პროცესში მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები და ადამიანები მინიმალურად იქნებიან ჩართული.

„შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, „საქართველოს რკინიგზა“ აღნიშნული ინიციატივით ხელს უწყობს სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხო, ეფექტურ და შეუფერხებელ განხორციელებას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

18 მარტიდან საქართველო ორი კვირით კეტავს საზღვრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

გაუქმდა ჩინეთთან, ირანთან და იტალიასთან ავიამიმოსვლა. თურქეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმებით, ორ ქვეყანას შორის ფრენები 20 მარტის შემდეგ შეწყდება.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 17 მარტისთვის >>

რაც შეეხება სახმელეთო საზღვარს, 14 მარტიდან 10 დღით დაიკეტა საზღვარი სომხეთთან და აზერბაიჯანთან. 15 მარტიდან კი მუშაობა შეაჩერა „სარფის" საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე. 16 მარტიდან რუსეთთან საზღვარი დაიკეტა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0