თბილისი, 17 მარტი — Sputnik. რუსეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლა დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვა ძალაში შევა 18 მარტს და 1 მაისამდე იმოქმედებს.
მანამდე რუსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ღონისძიებათა კომპლექსი პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა დაამტკიცა.
კერძოდ, მიღებულია გადაწყვეტილება 15 მარტიდან დროებით შეწყდეს უცხო ქვეყნების მოქალაქეების შესვლა პოლონეთთან და ნორვეგიასთან საზღვარზე, ხოლო ორშაბათს ჩაიკეტა საზღვარი ბელარუსთან.