კორონავირუსით ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში არ არის ცნობილი 

© Sputnik / Alexander Imedashviliინფექციურის შესასვლელი
ინფექციურის შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 34–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი, განაცხადა  თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 34–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64.

ეზუგბაიას განცხადებით, დანარჩენ შემთხვევებში ინფიცირების წყარო, მოგზაურობის ისტორია თითოეულ პაციენტზე არსებობს.

„ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი. დანარჩენ შემთხვევებში, ინფიცირების წყარო ან მოგზაურობის ისტორია თითოეულ პაციენტზე არსებობს, ან კონტაქტში მყოფი პაციენტები ჩვენი მოგზაურობის ისტორიაში მყოფ პაციენტებთან. მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ არის ასეთი მკვეთრი წყარო ცნობილი“, - განმარტა ეზუგბაიამ.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: სისტემა მზად არის უპასუხოს გამოწვევას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული პაციენტის დაინფიცირების წყარო უახლოეს ხანში დადგინდება. მისი თქმით, ამ პაციენტთან დაკავშირებით ბევრი კონტაქტი ვლინდება, რასაც იკვლევენ.

„ძალიან ღრმა ეპიდკვლევას ვაწარმოებთ 20-იდან 25-მდე კონტაქტზე, იმედი მაქვს, წყარო დადგინდება, თუ საიდან მოხდა ამ ადამიანის დაინფიცირება. ამიტომ, ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ყველა ახალი ამბავი
0