Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კახა კალაძე წყნეთის აგარაკზე ნიკოლასთან ერთად სკუტერით ერთობა – პოზიტიური ვიდეო

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე ანუკი არეშიძე
კახა კალაძე ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც თბილისის მერი მეოთხე ვაჟთან ერთად ერთობა. ნიკოლა ამ გასართობით აღფრთოვანებულია.

კახა კალაძემ უახლესი ვიდეო თავად გამოაქვეყნა. თბილისის მერის ოჯახმა კორონავირუსის გამო სახლში მოიყარა თავი. მისი ვაჟები თვითიზოლირებული არიან, სკოლაში არ დადიან და მამასთან ერთად ერთობიან. წყნეთის აგარაკიდან გამოქვეყნებულ ვიდეოზე ოჯახის მიმართ თბილისის მერის თბილი დამოკიდებულება კარგად ჩანს.

View this post on Instagram

🛴✌️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

ანუკი არეშიძეს და კახა კალაძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ. მშობლები უსიმპათიურეს შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ და ულამაზეს სურათებს აქვეყნებენ. წყვილის უფროსი ვაჟი 12 წლისაა, მეორე შვილი კახაბერი 8 წლის გახდა, ხოლო ვაჩე კალაძე მალე 6 წლის გახდება. მათ შორის ყველაზე პატარას ნიკოლას სახეს ერთ წლამდე არ აჩენდნენ. ბიჭები დედას ძალიან ჰგვანან. ამას ანუკი არეშიძის „ფოლოვერები“ ხშირად აღნიშნავენ.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

საზოგადოებას მხიარულ ვიდეოებსა და ფოტოებს ანუკი არეშიძე უზიარებს. კახა კალაძე კი საკუთარ გვერდზე უფრო ვიდეობს აქვეყნებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თუმცა ოთხ ვაჟთან ერთად გადაღებული მიმზიდველი კადრების გაზიარებასაც არ წყვეტს. ოჯახი ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე ერთად ხშირად ჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0