თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ლეგენდარული ქართველი რეჟისორის გიორგი დანელიას ხსოვნის საღამო, რომელიც მოსკოვის კინოკლუბ „ელდარში“ 26 მარტს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის საფრთხის გამო გაუქმდა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ კლუბის პრეს–სამსახურში.
ორგანიზატორები დააკვირდებიან COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას. ისინი იმედოვნებენ, რომ საღამოს უახლოეს მომავალში გამართავენ. თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
საღამოში სახელწოდებით „არ იდარდო“ მონაწილეობა უნდა მიეღოთ თამარ გვერდწითელს, მსახიობებს ვალენტინა ტიტოვას, ოლგა ვოლკოვას, ნატალია შჩუკინას და სხვ. დაგეგმილი იყო ვახტანგ კიკაბიძისა და ოლეგ ბასილაშვილის ვიდეომიმართვის ჩვენება.
საღამოზე წამყვანად მიწვეული იყო დანელიას მეგობარი, ფოტოგრაფი და ჟურნალისტი იური როსტი. დაგეგმილი იყო ელიზა და თეიმურაზ ბოჯგუების შესრულებით სიმღერები გიორგი დანელიას ფილმებიდან. დიდ რეჟისორთან ბოლო ინტერვიუს საინტერესო მასალებით მაყურებლის წინაშე ჟურნალისტი ანდრო ივანოვი აპირებდა გამოსვლას.
დარბაზის ოვაციები და მოგონებები დანელიაზე - ოლეგ ბასილაშვილი სტუმრად ივან ურგანტთან>>
გიორგი დანელია – კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ იდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".
დანელია 2019 წლის 4 აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა.