თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს დამსახურებული არტისტი, ბალერინა და პედაგოგი ნატალია პაპინაშვილი ნორვეგიის დედაქალაქში 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ბალეტისა და ოპერის სახელმწიფო თეატრის Facebook-გვერდზე.
„თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საბალეტო დასი დიდ გულისტკივილს გამოახატავს ქალბატონ ნატალია პაპინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნატალია პაპინაშვილმა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სტაჟირება სანქტ-პეტერბურგის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. სხვადასხვა დროს ერევნისა და ყაზანის თეატრების საბალეტო დასების წამყვანი სოლისტი იყო.
1990-იან წლებში პაპინაშვილი ასწავლიდა აშშ-ში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, კანადაში და დღემდე ასწავლიდა ოსლოში საბალეტო ხელოვნებას ცეკვის აკადემიაში Bаrdar Academy AS.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო 1962-1968 წლებში.
მის რეპერტუარში იყო შემდეგი პარტიები: ჯავარა („გორდა“), თამარი („დემონი“), რიჩი („რაფსოდია-ბლუზი“), სელიტა („დონ კიხოტი“), გამზატი („ბაიადერა“), ჟიზელი („ჟიზელი“), ოდეტა - ოდილია („გედების ტბა“), კოპელია („კოპელია“), პასკუალა („ლოურენსი“) და სხვ.