ურეკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთ-ერთ მანქანაში ბავშვებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
კახეთის გზატკეცილზე ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა

„ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ჯერ მიკროავტობუსს შეეჯახა, შემდეგ ორივე ერთად – გაჩერებულ „მერსედესს“. 

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთ მანქანაში ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და, სავარაუდოდ, ტრავმები არ მიუღიათ. შემდგომი კვლევებისთვის კი ისინი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0