რა დახატა ქართველმა ბენქსიმ: თბილისში კორონავირუსს გრაფიტი მიუძღვნეს

© Facebook / photo: Giorgi Gagoshidze / FBგაგოშას გრაფიტი
გაგოშას გრაფიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისი ახალი ნამუშევარი Gagosh-ამ აღმაშენებლის გამზირზე ერთ-ერთ ეზოში დახატა და მას Dis-Coronation-ი უწოდა

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. პოპულარულმა ქართველმა მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ, რომელსაც უფრო Gagosh-ას ფსევდონიმით იცნობენ, კორონავირუსს გრაფიტი მიუძღვნა, ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

როგორც ვხედავთ, გაგოშამ წინა პლანზე დახატა ექიმის სახე, რომელიც გამადიდებელ შუშაში იყურება და ვირუსის მოლეკულას პინცეტით გვირგვინს („კორონას“) აცლის.

ეს ნამუშევარი გაგოშამ აღმაშენებლის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ეზოში დახატა. მხატვარმა ნახატს უწოდა Dis-Coronation.

„ცოტა გავმხიარულდეთ, თორემ ძალიან დაგვჩაგრა ამ ვირუსმა“, - ასეთი წარწერა დაურთო ნახატს გიორგი გაგოშიძემ, რომლის Instagram-ზე კორონავირუსის თემაზე სხვა ნამუშევრებსაც ვნახავთ.

View this post on Instagram

#streetartingeorgia #corona #coronavirus #urbanwalls #streetartnews #globalstreetart

A post shared by gagosh (@gagoshstreetart) on

„გაგოშა“, რომელსაც ქართველ ბენქსის უწოდებენ, 33 წლისაა და ბავშვობიდან ხატავს. მის მიერ შექმნილი ღრმა მნიშვნელობის მქონე ნამუშევრებით გალამაზებულია შენობების კედლები როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. თავისუფლების მოყვარული მხატვარი თანამედროვეობის სხვადასხვა სოციალურ პრობლემებს ეხება. გრაფიტის გარდა, ის ქმნის ასევე კაშკაშა მოზაიკებს და კედლის პოეზიას.

View this post on Instagram

Eden Inside

A post shared by gagosh (@gagoshstreetart) on

ერთი პერიოდი მხატვარი მუშაობდა ერთ-ერთ ქართულ ბანკში IT-პროექტების მენეჯერად, ახლა კი ბევრს მოგზაურობს და თითოეულ ქვეყანაში ცდილობს დატოვოს თავისი ფერწერის ერთი ნაწილი.

ყველა ახალი ამბავი
0