მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ხუთეულის“ შეხვედრა: ტრამპმა პუტინის იდეა მოიწონა

CC BY-SA 2.0 / Gage Skidmore / Donald Trumpაშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პუტინის ინიციატივას მანამდე მხარი დაუჭირეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივ წევრ ქვეყნებში – საფრანგეთში, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთში.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ვლადიმირ პუტინის იდეას, ჩატარდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი „ხუთეულის“ შეხვედრა, განაცხადა აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა. 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი თეთრ სახლში შეხვედრის დროს - Sputnik საქართველო
რუსეთი შანტაჟის პირისპირ: რატომ „აწვებიან“ ერ-რიადი და ვაშინგტონი მოსკოვს

მიმდინარე წლის იანვარში ვლადიმირ პუტინმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მეხუთე მსოფლიო ფორუმზე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და აშშ) შეხვედრის  წინადადება წამოაყენა. ამასთან მან განაცხადა, რომ მოსკოვი შესაბამის შეტყობინებებს უახლოეს მომავალში დაუგზავნიდა „ხუთეულის“ ლიდერებს. პუტინის ინიციატივას მანამდე მხარი დაუჭირეს საფრანგეთში, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთში.

„პრეზიდენტი ტრამპი მიესალმება პრეზიდენტ პუტინის იდეას – მოიწვიონ „ხუთეულის“ სამიტი და, ამასთან, მის ჩატარებას აშშ-ის ტერიტორიაზე სთავაზობს... თუმცა სამიტის ჩატარების არც ადგილი და არც დრო ჯერჯერობით ბოლომდე არ არის შეთანხმებული. ამასთან, მხარეებს შეხვედრის დღის წესრიგზე მსჯელობაც მოუწევთ, რაც მნიშვნელოვანი საკითხია“, — განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, ვაშინგტონის პოზიციის თანახმად, ბირთვული სახელმწიფოების „ხუთეულის“ ფორმატი ქმნის შესაძლებლობას, რომ შეხვედრაზე განხილული იყოს შეიარაღებაზე კონტროლის თემაც.

ჯონ სალივანს მიაჩნია, რომ ამ თემატიკის განხილვა შესაბამისობაში იქნებოდა სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებების არსთან, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარეობდა ბოლო წლების განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0