წულუკიანი: შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებში ბავშვებთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული

© photo: Sputnik / Stringerთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს მოუწოდა, თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მივლენ იუსტიციის სახლებში.
წულუკიანი: შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებში ბავშვებსა და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული
„მინდა მივმართო საზოგადოების ყველა წევრს და კიდევ ერთხელ ვთხოვო დაბეჯითებით, რომ თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. მიუხედავად ჩემი და მთავრობის ამ მიმართულებით არაერთი განცხადებისა, მოქალაქეების მოსვლა გრძელდება, მათ შორის თანმხლები ბავშვებით. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან ერთად და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული. ასევე თავადაც ნუ მობრძანდებით, თუ არ არის სერვისის მიღების გადაუდებელი საჭიროება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ვართ „ჩვეულებრივისგან განსხვავებული გამოწვევების წინაშე“.

ყველა ახალი ამბავი
0