15 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. დედისერთა ნოე მუსიკოსმა დედამ დიდი წვალების ფასად გაზარდა. დედის გარდაცვალების შემდეგ „პრაიმშოუს“ შესავალი ნაწილი დედას სრულად მიუძღვნა. ამ პერიოდში ნოეს დედა საავადმყოფოში იმყოფებოდა. 21 მარტს კი, ლილი შავერზაშვილი გარდაიცვალა.
„მე დედისერთა ვარ! მამაჩემი 15 წლის, რომ ვიყავი მაშინ დაიღუპა, და მუსიკის გარდა ყველა საქმიანობაში გამოუცდელ ლილის ძალიან ბევრი რამის აღება მუწია საკუთარ მხრებზე. ლილი კომოზიტორია შავერზაშვილების ცნობილი დინასტიიდან, ახალგაზრდა ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, იყო გამოჩენილი კომპოზიტორების – დავით თორაძის და იონა ტუსკიას მოწაფე. მისი ნაწარმოებები წარმატებით სრულდებოდა სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში. არა იმიტომ, რომ დედაჩემია, ის უბრალოდ ძალიან მზრუნველი და კეთლია, ნიჭიერი და განათლებული… ზევით ტყუილად არ მიხსენებია ჩემი დედისერთობა, საკუთარი დედისერთობა“- ამბობდა ნოე სამი მარტის გადაცემაში.
ნოე სულაბერიძე ერთი წლის წინ დაქორწინდა. ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები ამბობენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.