თბილისი, 15 მარტი — Sputnik. კარდიოლოგი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოების იმ ნაწილს აკრიტიკებს ვინც კარანტინში მოხვედრის წინააღმდეგია და ამის გამო მალავენ კიდეც სიმპტომებს.
13 მარტი 2020, 00:45
„აუ ამ პეროიან წუწუნს მოეშვით კარანტინზე, ხალხი მთელი ცხოვრება უკიდურეს გასაჭირში ცხოვრობს და მათ რა ქნან, სიკვდილ-სიცოცხლეზეა ლაპარაკი! კარგით რაა!“,- წერს ნინო ნადირაძე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიოში 100–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსით დაახლოებით 120 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა.

