თბილისი, 15 მარტი — Sputnik. აღჩენილია პირველი ანტისხეული, რომელიც კორონავირუს COVID-19–ს ბლოკავს, აცხადებენ Erasmus–ის სამედიცინო ცენტრისა და უტრეხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) მეცნიერები, რის შესახებაც თავად ერასმუსის ცენტრის ვებგვერდზეა ნათქვამი.
„ეს ყველაზე პირველი ანტისხეულია, რომელიც ინფექციას ბლოკავს. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ის ასევე იქცევა წამლად და გაყიდვაში გამოვა“, — აცხადებს უჯრედული ბილოგიის პროფესორი ფრანკ გროსფელდი.
მკვლევრთა ინფორმაციით, ანტისხეული ჯერ კლინიკურად უნდა გამოიცადოს ადამიანებზე, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელი მეცნიერების მიღწევა ჯერჯერობით არ შეუფასებიათ კოლეგებს, თუმცა მისი ანალიზი უკვე დაწყებული აქვთ.
საინტერესოა, რომ კვლევის ხელმძღვანელს, ბერენდ იან–ბოშს (უტრეხტის უნივერსიტეტი) არ სურს, რომ გაზარდოს მოლოდინები. მისი თქმით, ეს პირველი მრავლისაღმთქმელი ნაბიჯია, მაგრამ კლინიკური გამოცდის დასრულებამდე ეფექტებზე საუბარი ნაადრევია.
როგორც ფრანკ გროსფელდი განმარტავს, ანტისხეული აღკვეთს ვირუსით ინფიცირებას, ანუ ეს პროფილაქტიკური საშუალებაა და ის შეიძლება გამოყენებული იყოს COVID-19–ის საწინააღმდეგო პრეპარატის შესაქმნელად.
ახლა მკვლევარები ცდილობენ, დაარწმუნონ ფარმაცევტული კომპანიები, რომ წამალი დიდი მასშტაბებით დაამზადონ, რათა შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანის პროფილაქტიკა მოახერხონ.
„რეალური საშველი — ეს ვაქცინაა და ამაზე სხვები მუშაობენ. მაგრამ ვაქცინის შემუშავებას ორი წელი მაინც დასჭირდება“, — განმარტავს გროსველდი.
COVID 19: თვითიზოლაციას აზრი არ აქვს, თუ... ეპიდემიოლოგების რჩევები>>
ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს 142 ქვეყანაში კორონავირუს COVID 19–ით ინფიცირებულია 156 400 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 5 833 და განკურნებულია 73 968 პაციენტი.