თბილისი, 14 მარტი – Sputnik. მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მისალმების ქართულ ტრადიციაზე საუბრობს და იმ საფრთხეზე, რაც მას თან ახლავს ეპიდემიების დროს.
მომღერალი იმედოვნებს, რომ ეს ტრადიცია მალე გაუქმდება.
„მიუხედავად იმისა, რომ კარატეს ვატარებ რომ არ გადამკოცნოს არავინ, გუშინ მაინც ორმა ჩემმა მეგობარმა მოახერხა. არ დავთაგავ შეგნებულად.
ახლა ხუმრობის გარეშე. იმედია მალე მოხვალთ აზრზე და არ წაიწევით საკოცნელად. ისედაც ეს ტრადიცია მინდა სამუდამოდ გადაშენდეს!“ - წერს სტეფანე მღებრიშვილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიოში 100–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსით დაახლოებით 120 ათასზ მეტი ადამიანია ინფიცირებული.