Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენა ბეგაშვილი 5 წლის ასაკში - სექს-სიმბოლოს რადიკალური ცვლილება

© photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობსა და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს ბავშვობის სურათზე ვერ იცნობთ. ვარსკვლავი უსაყვარლესი ბავშვი იყო. ბავშვობის ფოტო თავად გამოაქვეყნა. როგორ გამოიყურებოდა შორენა წლების წინ?

შორენა ბეგაშვილი ქალაქ რუსთავში დაიბადა და გაიზარდა. დაოჯახებისა და გაყრის შემდეგ ევასთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ცნობილ ქართველ მსახიობს მამა წლების წინ გარდაეცვალა, დედასთან კი, სკანდალების მიუხედავად, საუკეთესო ურთიერთობა აკავშირებს. შორენა ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ დედის გახსენებაზე გული სითბოთი ევსება და ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ცხოვრების ყველა სირთულისას გვერდით უდგას. ქალს ტელეეკრანებზე გამოჩენა არ უყვარს, მაგრამ შორენას ერთ-ერთ იუბილეზე მისმა გამოჩენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ფოტოგრაფების ობიექტივში მოექცა.

შორენა ბეგაშვილი მეორე ქმართან დაშორების შემდეგ ექსპერიმენტებს შეუდგა. როგორც ჩანს, მსახიობი გახდომას და ფორმების უფრო მეტად დახვეწას ცდილობს. მან ფიტნეს-ინსტრუქტორთან ერთად ვარჯიში განაახლა და ჯანსაღად იკვებება. სოციალურ ქსელში ყოველდღიერად აქვეყნებს შედეგებს. გარდა ამისა, ტელეწამყვანმა საკუთარი „ფოლოვერებიც“ გააერთიანა. ისინი ერთად სპეციალური რაციონით იკვებებიან, რომელსაც შორენა საგანგებოდ შექმნილ გვერდზე სთავაზობს. ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს თავისი შედეგი გაუზიარა. როგორც ჩანს, მსახიობმა 7 კილოგრამი დაიკლო და გაჩერებას არ აპირებს.

View this post on Instagram

5წლის😁მე

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

ფიტნეს ცენტრის პარალელურად სხეულის ტრანსფორმაციის სურათებს აქვეყნებს. თაყვანისმცემლებს ბავშვობის სურათებსაც უზიარებს.
პოპულარობა რომ არ დაკარგოს, სოციალურ ქსელში აქტიური შორენა „ფოლოვერებს“ მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ტელესახე ეროტიკული სურათების გამოქვეყნებას არ წყვეტს. სხვადასხვა კომპანიის სახეა და გადატვირთულ გრაფიკს არ უშინდება. ბავშვობაში გადაღებულ შავ-თეთრ სურათზე შორენა 5 წლის არის.

ყველა ახალი ამბავი
0