საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება

გამოწერა
გამყრელიძის განცხადებით, დღეს დადასტურებული ხუთივე პაციენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება, მათ შორის გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სამედიცინო აღჭურვილობა - Sputnik საქართველო
მადლიერების ნიშნად: ჩინეთი საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. 

„დღეს დადასტურებული ახალი შემთხვევები უკავშირდება ისტორიას იტალიასთან. 30 შემთხვევიდან ორ შემთხვევაში არის ირანში მოგზაურობა, ერთი - ესპანეთში მოგზაურობის ისტორია, დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას. აქედან 12 - მოგზარობას, 10 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს. ახლა გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი. მესამეული და მეოთხეული გადაცემა ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს შიგნით შემთხვევები“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს დადასტურებული ხუთივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიმდინარეობს მათი გადაყვანა ინფექციურ საავადმყოფოში. გამყრელიძე ადასტურებს, რომ მათ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ და „კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“. 

მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჯერჯერობით არ გვაქვს კორონავირუსით ინფიცირების ისეთი შემთხვევა, რომლის წარმომავლობაც დაუდგენელია.

ცერცვაძე: შემოვლისას ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი>>

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 314 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი - 1,1 ათასი  ადამიანი.

ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად  შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან  საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0