თბილისში მეწარმეების გარკვეული კატეგორია 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება

© Sputnik / Levan Avlabreliკაფე თბილისში
კაფე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის განცხადებით, დღეის მონაცემებით თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს.

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. მეწარმეები, რომლებსაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები ან მიწები, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მერმა აღნიშნა, ახალი კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნეს სექტორს, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფეროს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან და შესაძლებლობების ფარგლებში ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას და ქალაქის ეკონომიკის ზრდას. კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მცირე და საშუალო ბიზნესს. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ის მეწარმეები, რომლებსაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები ან მიწები, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ“, -აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დღეის მონაცემებით თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს.

უფასო სასადილო ნაძალადევში - Sputnik საქართველო
თბილისის უფასო სასადილოებში მომსახურების წესები იცვლება

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში შეკრებებისგან.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 25–ს აღწევს.  ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად  შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან  საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0