მესამე შვილს მუცლით ვატარებ და გამოდის, რომ ამ ნაკეთობებს ერთად ვქმნით

© photo: courtesy of Tamar Gorkhelashviliთამარ გორხელაშვილი ავსტრიულ სკოლაში
თამარ გორხელაშვილი ავსტრიულ სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურჯაანელი თამარ გორხელაშვილი პროფესიით ფილოლოგია, მაგრამ დღეს ბავშვობის დროინდელი გატაცება ცხოვრების საქმედ აქცია.

გურჯაანის ფესტივალზე გატანილმა მისმა თიხის თოჯინებმა – „ძირძველი ქართველები" მოწონება დაიმსახურა. თავის გამოცდილებას საზაფხულო სკოლებში პატარებსაც უზიარებდა. სულ ახლახან ქართულ-ავსტრიული სკოლის პედაგოგის თამარ ნათაძის მიწვევით ბავშვებს თიხაზე მასტერ-კლასი ჩაუტარა. სამომავლოდ აპირებს, რომ თიხა ფაიფურით ჩაანაცვლოს.

© photo: courtesy of Tamar Gorkhelashviliთამარ გორხელაშვილი
მესამე შვილს მუცლით ვატარებ და გამოდის, რომ ამ ნაკეთობებს ერთად ვქმნით - Sputnik საქართველო
თამარ გორხელაშვილი

- თამარ, პროფესიით ფილოლოგი თიხით როდის დაინტერესდით?

- თიხით სამი წელია, რაც დავინტერესდი და ამ მასალის გამოყენებით დავიწყე პატარა სუვენირებისა და თოჯინების დამზადება. ჩემი ნამუშევრები საფრანგეთში წაიღეს. მთელი ჩემი ბავშვობა ხელოვნებასთანაა დაკავშირებული. თუმცა პროფესიული არჩევანი სხვაგვარად გადავწყვიტე, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩვენში „ხელოვანებს დაფასება არ აქვთ". ასე რომ, პროფესიით ფილოლოგი ვარ და ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, თუმცა ხელოვნების მიმართაც მაქვს ლტოლვა. ეს ორი სფერო ერთმანეთს არათუ ემიჯნება, არამედ ავსებს და ამდიდრებს კიდეც.

© photo: courtesy of Tamar Gorkhelashviliთამარ გორხელაშვილის შემოქმედება
მესამე შვილს მუცლით ვატარებ და გამოდის, რომ ამ ნაკეთობებს ერთად ვქმნით - Sputnik საქართველო
თამარ გორხელაშვილის შემოქმედება

- თოჯინებს თოჯინების ასაკშიც აკეთებდით...

- ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ მქონოდა ისეთი თოჯინა, რომელსაც ხელ-ფეხი მოეხრებოდა. ხატვის სურვილი სულ მქონდა, მაგრამ ხშირად ფურცელიც არ მქონია, რომ მეხატა. ყველაფერში სიახლეს ვეძებდი, ვშლიდი და ვაწყობდი სათამაშოებს. ოჯახში დედა კერავდა და ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვს. მე, რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებდი და ნებსით თუ უნებლიეთ მეც ვისწავლე. მამა ინჟინერი იყო და მისმა ნამუშევრებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, გურჯაანში არაერთი შენობა მისი დაპროექტებულია. 15-17 წლის ასაკში გავაკეთე ნაჭრის თოჯინები, რომლებიც ახლაც მოსწონთ. სულ ვოცნებობდი, რომ საჭირო მასალა მქონოდა და ბევრი შემექმნა. დღეს ჩემს შვილებთან ერთად ვსაქმიანობ, როცა მიყურებენ, რომ რაღაცას ვაკეთებ, უხარიათ და თავადაც იმეორებენ. სხვათა შორის ფერებს ერთად ვარჩევთ. ახლა მესამე შვილს მუცლით ვატარებ, საოცარი შეგრძნებაა – გამოდის, რომ ერთად ვქმნით ამ ნაკეთობებს... ჯერჯერობით სახლში მომიწევს ყოფნა, მაგრამ ეს არ მაშინებს, რადგან შრომა მიყვარს და სახლშიც შევძლებ შევქმნა და განვავითარო საკუთარი შესაძლებლობები. მთავარი პრობლემა მასალისა და ხელსაწყოების დეფიციტია გურჯაანში. ჩემი ნაწარმი ძირითადად ინტერნეტით იყიდება, ორ მაღაზიაშიც შემაქვს.

© photo: courtesy of Tamar Gorkhelashviliთამარ გორხელაშვილის შემოქმედება
მესამე შვილს მუცლით ვატარებ და გამოდის, რომ ამ ნაკეთობებს ერთად ვქმნით - Sputnik საქართველო
თამარ გორხელაშვილის შემოქმედება

- იყო დრო, როცა გურჯაანში როგორც ჟურნალისტს ისე გიცნობდნენ...  

- ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაუკავშირდა საგაზეთო სფეროს. გაზეთ „კახეთის ხმის“ კორესპონდენტი ვიყავი. პირველი მობილური ტელეფონი სწორედ მაშინ შევიძინე. ჟურნალისტიკამ ბევრი რამ მასწავლა, თუმცა იმ დროს რთული იყო, რომ ეს საქმე ოჯახისთვის შემეთავსებინა, თანაც, მეუღლე ჯარში მსახურობდა. მახსოვს, ნატო ვაჩნაძის მუზეუმზე დაწერილი ჩემი აქტუალური სტატია „რატომ ჭკნებიან ნატოს ვაჩნაძის მუზეუმის ვარდები“, რომელიც მუზეუმში არსებულ სიტუაციას ასახავდა. ერთი პერიოდი გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული საზაფხულო სკოლის მასწავლებელი ვიყავი. ის დრო კარგად მახსენდება, ბავშვები სიხარულით ასრულებდნენ ჩემ დავალებებს. მათ დიდი სტიმული მომცეს ცხოვრებაში და ეს ყოველთვის მემახსოვრება...

© photo: courtesy of Tamar Gorkhelashviliთამარ გორხელაშვილის შემოქმედება
მესამე შვილს მუცლით ვატარებ და გამოდის, რომ ამ ნაკეთობებს ერთად ვქმნით - Sputnik საქართველო
თამარ გორხელაშვილის შემოქმედება

- სამომავლოდ თიხის სხვა მასალით ჩანაცვლებაზე ხომ არ ფიქრობთ?

- მომავალში მსურს დავწერო პროექტი და გავაფართოვო ჩემი საქმიანობა. სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ფაიფურს მოვკიდე ხელი. ერთი გულისხმიერი ხელოვანის დახმარებით საჭირო მასალა შევიძინე. საერთოდ ცხოვრებაში ბევრი დიდსულოვანი და კეთილსინდისიერი ადამიანი შემხვდა, რომლებმაც შემოქმედებით გზაზე სწორი მიმართულება უანგაროდ მიჩვენეს... დღეს უკვე ვიღებ შეკვეთებს. ძირითადად ფაიფურისგან კედლის დეკორაციებს ვამზადებ, ახლო მომავალში დასადგამ სუვენირებზე მინდა გადავიდე. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ხელოვნება მოცემულობაა, რომელშიც შეგიძლია საკუთარ იდეებსა და ოცნებებს ფრთები შეასხა...

ყველა ახალი ამბავი
0