Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინო ჩხეიძემ ბავშვობა გაიხსენა – მომღერალი ფუმფულა და ძალიან საყვარელი იყო – ფოტოარქივი

© Facebook / Nino Chkheidzeნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითიზოლაციაში მყოფი მომღერალი ნოსტალგიურ განწყობაზეა და ძველ ფოტოარქივს ათვალიერებს. შემსრულებელმა ბავშვობის პერიოდში გადაღებული სურათი გამოაქვეყნა. ნახეთ, როგორი ბავშვი იყო ნინო ჩხეიძე...

პოპულარული ტელესახე ისრაელიდან ჩამოფრენის შემდეგ თვითიზოლაციაშია. ქართველ მომღერლებთან და ტელეწამყვანებთან ერთად ისრაელში კონცერტი ჩაატარეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი მას თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს. მსახიობი კორონავირუსის სააწინააღმდეგოდ გაცემულ რეკომენდაციებს დაეყრდნო და სახლიდან არ გამოდის. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა მისი სენტიმენტალური განწყობა. მომღერალმა უსაყვარლესი სურათი გამოაქვეყნა. ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ეს ნინო ჩხეიძეა...

მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა, გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს. ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი გაიცნოს. რამდენიმე წელია ასე გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებში ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.

A post shared by NINO CHKHEIDZE (@ninochkheidze_official) on

წლების მანძილზე ნინო ჩხეიძე შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ აქტუალურ და პოპულარულ მომღერლად ითვლება. არტისტის რეპერტუარიდან ერთი სიმღერა მაინც მთელმა ქალაქმა ზეპირად იცის. ცნობილია, რომ ნინო და მისი მეუღლე დროებით ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქართული ესტრადის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი გასტროლებით სხვადასხვა ქვეყანას ხშირად სტუმრობს.

ყველა ახალი ამბავი
0