გახარია საკონსტიტუციო განხილვებზე: პოლიტიკურ პროცესს ვირუსთან ბრძოლას ნუ დაუკავშირებთ

გამოწერა
НовостиTelegram
საკონსტიტუციო განხილვები რომ უნდა ჩატარდეს, ყველამ ვიცით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ეს თუ დაემუქრება მოქალაქის ჯანმრთელობას...

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვები ჩატარდეს, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების ჯანმრთელობას რამე დაემუქრება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დიდი ქორწილები და ქელეხები, შესაძლოა, აიკრძალოს>>

ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელზეც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიეს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კენჭისყრაზე გასვლამდე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვები უნდა გაიმართოს. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ არ ჩატარდეს ხალხმრავალი შეკრებები ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

112 - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 15 მარტისთვის

„პოლიტიკურ პროცესს და ვირუსთან, პანდემიასთან ბრძოლას ერთმანეთს ნუ დაუკავშირებთ. ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოვლენაა. პანდემია გამოცხადდა, როგორც მსოფლიოს გლობალური გამოწვევა, რომლის ნაწილი ვართ ჩვენც და ვპასუხობთ ამ გამოწვევას. საკონსტიტუციო განხილვები რომ უნდა ჩატარდეს, ყველამ ვიცით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ეს თუ დაემუქრება მოქალაქის ჯანმრთელობას… არ ვიცი, არ მგონია, ეს იყოს წინააღმდეგობაში", – განაცხადა გახარიამ.

რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს აღწევს. ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0