თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსის პანდემიის ცენტრად ევროპა იქცა, განაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადამონ გებრეისუსმა.
"Europe has now become the epicenter of the #COVID19 pandemic, with more reported cases and deaths than the rest of the world combined, apart from #China.
— World Health Organization (WHO) (@WHO) March 13, 2020
More cases are now being reported every day than were reported in 🇨🇳 at the height of its epidemic"-@DrTedros #coronavirus
მისი თქმით, ინფორმაცია COVID 19-ით გამოწვეული ლეტალური შედეგების შესახებ უფრო მეტი სწორედ ევროპიდან მოდის ჩინეთის შემდეგ, სადაც ვირუსმა პრაქტიკულად შეაჩერა გავრცელება.
„Covid 19-ის ეპიცენტრი ახლა ევროპა გახდა. ჩინეთის გარდა, ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ ევროპიდან მოდის“, — ნათქვამია ჯანმოს Twitter-აკაუნტზე.
ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 137 445 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გარდაიცვალა 5 088 და განიკურნა 69 779 პაციენტი. იტალიაში, რომელიც პირველია ევროპის ქვეყნებს შორის ინფიცირებულთა რაოდენობით, ამ დროისათვის დაავადება 15 113 ადამიანს აქვს დადგენილი, რომელთაგან გარდაიცვალა 1 016 და გამოჯანმრთელდა 1 045 ადამიანი.