სკანდალური ქართველი მხატვრის ახალი ნამუშევარი ერთ მილიონ დოლარად გაიყიდა

© photo: courtesy of David Datunaდევიდ დათუნა
დევიდ დათუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვარი დევიდ დათუნა ცნობილია თავისი არაორდინარული ნამუშევრებითა და ასეთივე არაორდინარული ნაბიჯებით. გასულ წელს მან 150 ათას დოლარად შეფასებული ბანანი მიირთვა და პერფორმანსს „მშიერი არტისტი“ უწოდა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სკანდალურად ცნობილმა ქართველმა მხატვარმა დევიდ დათუნამ სტივ ჯობსის პორტრეტი შექმნა, რომელიც მაშინვე შეიძინა ერთ-ერთმა რუსმა კოლექციონერმა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ მხატვრის პრეს-სამსახურში. 

გახსოვდეთ: კანგაშავებული ბანანი სიმსივნის განვითარებასა და ვირუსებს ებრძვის - Sputnik საქართველო
ერთი ცალი ჩვეულებრივი ბანანი 120 ათას დოლარად გაიყიდა: თაღლითობა თუ ხელოვნება?

პორტრეტი მფლობელს, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში გადაეცემა. ამ დროისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსტალაციის ადგილსამყოფელი სასტიკად გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი ფასი შესაძლოა ერთ მილიონ დოლარს აღწევდეს.

ირკვევა ისიც, რომ დევიდ დათუნამ თავის ინსტალაციაში ორი ცნობილი სახე გააერთიანა — აინ რენდი და სტივ ჯობსი.  

„Apple-ის დამფუძნებლის პირველი პორტრეტი ქართველმა მხატვარმა 2011 წლის ბოლოს გაყიდა. მაშინ მისმა ნამუშევარმა ამერიკული Scope Miami-ს ყველა რეკორდი მოხსნა ღირებულებით, გადააჭარბა რა 200 ათას დოლარს. ამ პორტრეტის სანახავად ადამიანები უზარმაზარ რიგებში იდგნენ“, — აცხადებენ დევიდ დათუნას პრეს-სამსახურში.   

ქართველი მხატვარი ნიუ-იორკში 1999 წლიდან ცხოვრობს. დევიდ დათუნამ სახელი თავისი უჩვეულო ნამუშევრებით გაითქვა, რომლებსაც ის ოპტიკური ლინზებით ქმნის. სწორედ ამ რთული ტექნოლოგიით შექმნა მან 70 სახელმწიფოს დროშები.

ყველა ახალი ამბავი
0