მორიგი ოჯახური ძალადობა თბილისში: დაკავებულია 41 წლის მამაკაცი

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ამგვარი დანაშაულის მსხვერპლი უმეტესწილად ქალია.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისში 41 წლის მამაკაცი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

უწყების ცნობით, მამაკაცს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობისთვის შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე მას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. 

ელექტრონული სამაჯური - Sputnik საქართველო
ოჯახში მოძალადეებს ელექტრონული სამაჯურებით გააკონტროლებენ

გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო სხდომას ბრალდებული არ ესწრებოდა, მასზე ძებნა გამოცხადდა. სასამართლოს მიერ აღნიშნული დადგენილების მიღებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 180-დან 240 საათის ვადით, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ამგვარი დანაშაულის მსხვერპლი უმეტესწილად ქალია.

შსს-ს მონაცემებით, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0