ამირან გამყრელიძე: საკარანტინო ზონებთან მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საკარანტინო ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსით ინფიცირების საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
კორონავირუსის პრევენცია: რა გაკეთდა და რა იგეგმება

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 245 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეები მოწყობილია აჭარაში, აბასთუმანში, თბილისის კლინიკა „ვივამედში", საჩხერეში, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ტუბერკულიოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში, გორის ჰოსპიტალში. 

გამყრელიძის განცხადებით, კარანტინში მყოფი ადამიანების უმეტესობა ჯანმრთელია და, გარდა ამისა, კორონავირუსი ჰაერით შორ მანძილზე არ ვრცელდება.

„იმ ქალაქების მოსახლეობის ნაწილს, სადაც საკარანტინო ზონებია გახსნილი, უჩნდება გარკვეული პროტესტი და ვთხოვ ყველას, ეს არის სოლიდარობის დიდი გამოხატულება და არ შეიძლება პროტესტი. ეს ვირუსი არ დაფრინავს ჰაერში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. 

საქართველოს ბანკი - Sputnik საქართველო
„საქართველოს ბანკი“ კლიენტებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

საქართველოში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან ორი შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი – ესპანეთს, ხოლო ყველა დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

კორონავირუსის გამო ქვეყანაში უკვე დაიკეტა სკოლები და საბავშვო ბაღები, სახელმწიფო უწყებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, გაუქმდა საერთაშორისო ღონისძიებები და სპორტული შეჯიბრებები, იკეტება რესტორნები, სასტუმროები და ღამის კლუბები.
გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის მსურველთათვის მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. ადამიანებმა 14 დღე უნდა გაატარონ კარანტინში ან წარმოადგინონ ცნობა იმის შესახებ, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსი. ქვეყანაში ყველა შემომსვლელი ექვემდებარება საფუძვლიან შემოწმებას და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ისინი კლინიკაში გადაჰყავთ.
საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა თუ სხვა სამინისტროები გადავიდნენ მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე.

ყველა ახალი ამბავი
0