„სუხიშვილები“: უკრაინიდან დაბრუნებისთანავე დავიცავთ თვითიზოლაციის წესს

© photo: Sukhishvilebi / FBანსამბლი „სუხიშვილები"
ანსამბლი „სუხიშვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოიხსნა ანსამბლის თბილისში 3 და 4 აპრილს დაგეგმილი საიუბილეო კონცერტები.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები" ამ დროისთვის უკრაინაში იმყოფება და იქ კარანტინის გამოცხადების გამო წყვეტს ტურნეს, ნათქვამია ანსამბლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ანსამბლი 1 თებერვლიდან საგასტროლო მოგზაურობაში იმყოფება და კონცერტები ჩაატარა პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის ქალაქებში.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
დიდი ქორწილები და ქელეხები, შესაძლოა, აიკრძალოს

„გუშინ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის გამო ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი, რის გამოც ვწყვეტთ ტურნეს და ჩვენი პროდიუსერები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ უახლოესი რეისით დაგვაბრუნონ საქართველოში", – ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღევანდელი მდგომარეობით, გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები.

„აქვე გვინდა გითხრათ, რომ, მართალია, უკრაინა არ შედის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ვირუსით შესაძლო ინფიცირების რისკებს და ზუსტად დავიცავთ ყველა საჭირო რეკომენდაციას – ჩამოსვლისთანავე გავივლით სავალდებულო შემოწმებას და დავიცავთ თვითიზოლაციის წესს, რისკენაც მოვუწოდებთ სხვებსაც", – აღნიშნულია განცხადებაში.

ანსამბლი ასევე იუწყება, რომ მოიხსნა თბილისში 3 და 4 აპრილს დაგეგმილი ანსამბლის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტები.

პრობაციონერები ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან>>

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 24 ადამიანი. კარანტინში რჩება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 49 პირი.

ყველა ახალი ამბავი
0