„ეს ღლიცინი ვირუსზე რა სვეცკობაა? რეალობას შეხედეთ თვალებში“ – მერსი სულხანიშვილი

© Photo: Merci Sulkhanishvili / FBმერსი სულხანიშვილი
მერსი სულხანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოს მთავრობამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს – დაიცვან ჰიგიენის ნორმები და სხვადასხვა რეკომენდაცია.

მისი თქმით, „ქართველები ადრე 17 მანეთად ნაყიდმა ფრენებმა დაღუპა, ახლა კი 19 ევროდ ნაყიდმა ბილეთებმა“.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ტომ ჰენქსი - Sputnik საქართველო
ტომ ჰენკსს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან, კარგად დაიცვან შესაბამისი პირობები.

გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინაციაში უზრუნველყოს წესების დაცვა იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით თვითიზოლაციაში არიან.

საბერძნეთი - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შეზღუდულ რეჟიმს გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი ემატება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდება, 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს გაივლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კი საზღვარზე კორონავირუსზე კვლევის ცნობა უნდა წარადგინონ, ან მათაც საკარანტინო რეჟიმი გაიარონ.

ყველა ახალი ამბავი
0