მარინა კაჭარავა: „შენ ხარ შენი ცხოვრების ავტორი და მის შეცვლას სხვას რატომ სთხოვ?!“

© photo: The Thinking Academy / FBფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა საუბრობს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობასა და მდგომარეობაზე – რომ მას ყველაფრის შეცვლა თავად შეუძლია, არადა, ხშირად ყველაფერს მხოლოდ გარემოებებს ანდობს.
მარინა კაჭარავა: „შენ ხარ შენი ცხოვრების ავტორი და მის შეცვლას სხვას რატომ თხოვ?“
„წარმოიდგინე, ათი თითი – ათი მოვლენაა, მაგრამ შენ ამ მეათის გეშინია, რომელიც შენკენ მოდის. წივილ-კივილს ატეხავ, იტყვი: ხომ ვამბობდი, ასეთი ბედი მაქვს!.. დანარჩენ ცხრას კი ვერ ხედავ და ამ მეათეს იკრავ. ანუ მოლოდინი ტენდენციურია და რასაც ელოდები, იმას იწებებ. პოზიტიურად თუ „იქოქავ“ თავს დილიდან, პოზიტივს მიიღებ. დილიდან თუ დაიწყე – ფუ, რა საშინელი დღეა! რა ამინდია! – ნეგავიტი ნეგატივს ემატება და მერე გზაზე მხოლოდ ნეგატივი გხვდება. ახლა მე რომ კონვერტი გაგატანოთ და გითხრათ, აეროპორტში მიდი, მსუქანი, ქერა ქალი მოვა და მას გადაეცი–მეთქი, რას დაუწყებ ძებნას? – მსუქან, ქერა ქალს, იმიტომ რომ ასეთი მოლოდინი და ასეთი დაკვეთა გაქვს. სინამდვილეში საკუთარ თავს ცუდ ან კარგ ამბავს თავად უკვეთავ და ის ამბავი შენთან მართლა მოდის“, – ამბობს მარინა კაჭარავა სატელევიზიო გადაცემაში.  

ფსიქოლოგი ამბობს: „ჩვენ გარშემო ცუდიც ხდება და კარგიც, მაგრამ კარგს ვერ ხედავ, იმიტომ რომ „ჩაკეცილი“ გაქვს. მერე კი ლაპარაკობ, ასეთი ბედი მაქვსო. არაფერი ცუდი ბედი არ გაქვს, არანაირი „პალასა“ არ არსებობს! როცა წაიქცევი, შეგიძლია დარჩე წაქცეული ტლაპოში, მაგრამ შეგიძლია ადგე, დაიფერთხო და გზა გააგრძელო. შენი არჩევანია – რას გააკეთებ“.

ყველა ახალი ამბავი
0