Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი დედები, დახატული გოგოები“ – კესარია აბრამიძის დედა და პოპ-დივა დამეგობრდნენ

© Photo: Kesaria Abramidze / FBკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კესარია აბრამიძემ სულ ცოტა ხნის წინ ულამაზესი დედის უახლესი ვიდეოები გამოაქვეყნა. ვიდეოს მიხედვით, დედა-შვილი კლუბში ერთად ცეკვავდა. ამჯერად ტრანსგენდერმა ქალბატონმა მშვენიერ დედას ქართველი პოპ-დივა გააცნო.

სულ ცოტა ხნის წინ კესარიამ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დედამისი 54 წლის არის, ასე გამოიყურება და გენეტიკის გამო მისი მოთმენა კიდევ დიდხანს მოუწევთ. დედა-შვილს შორის საოცარ მსგავსებას ყველა ამჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ორი შვილი ჰყავს, ქალბატონის ასაკს ვერავინ გამოიცნობს.

ტრანსგენდერი ქალბატონი და მისი 54 წლის ულამაზესი დედა დროს ერთად ატარებენ. ერთ-ერთი კლუბიდან გამოქვეყნებული ვიდეო რამდენიმე საათში ძალიან პოპულარული გახდა.

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

კესარია აბრამიძემ ახლო მეგობარი, მომღერალი ლელა წურწუმია დედას გააცნო და მათი ერთობლივი სურათიც გამოაქვეყნა. ქალბატონები საზეიმოდ გამოიყურებიან. როგორც ჩანს, კესარია აბრამიძე ლელას ძალიან დაუმეგობრდა. მან ამასთან დაკავშირებით ფოტოს გულის ამაჩუყებელი წარწერა დაურთო – „ჩემი დედები, დახატული გოგოები“. მოგვიანებით ახალი სურათი ლელა წურწუმიამაც გაიზიარა.

ყველა ახალი ამბავი
0