მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID 19 და მამაკაცური უნაყოფობა: ჰუბეის ხელისუფლებამ საიტიდან მოხსენება წაშალა

© AP Photo / Chiang Ying-yingკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც დოკუმენტში ეწერა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ინფექცია აზიანებს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემას, თეორიულად ეს შესაძლებელია

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. კორონავირუსული ინფექციის ეპიცენტრის, ჩინეთის პროვინცია ჰუბეის ხელისუფლებამ საკუთარი საიტიდან წაშალა მოხსენება იმის შესახებ, რომ COVID-19 თეორიულად შეუძლია მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დაზიანება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

კორონავირუსმა ჩინეთში უკან დაიხია - Sputnik საქართველო
COVID-19: ვის ემართება დაავადების გავრცელების გამო სერიოზული სტრესი – მეცნიერული კვლევა

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მოხსენება უჰანის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ექსპერტების მიერ იყო დამუშავებული.

დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ინფექცია აზიანებს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემას, თეორიულად ეს შესაძლებელია, ვინაიდან COVID-19 გენეტიკურად ჰგავს ატიპური პნევმონია SARS–ის გამომწვევ პნევმონიას. ეს ინფექცია კი არღვევს იმუნურ ჰომეოსტაზს მამაკაცის სასქესო ჯირკვლებში, რაც, თავის მხრივ, ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას და შესაბამისად, იზრდება უნაყოფობის რისკი.

COVID 19, ანუ რეპორტაჟი საავადმყოფოდან: იტალიელი ექიმის პოსტმა მსოფლიო შეძრა>>

სწორედ ამიტომ ექიმები ურჩევდნენ მამაკაცებს, COVID 19–ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ჩაეტარებინათ აუცილებელი კვლევები.

ამ დროისათვის ჰუბეის ხელისუფლების საიტზე პუბლიკაციის ლინკი კვლავ ჩანს, მაგრამ მისი გახსნის შემთხვევაში ჩნდება ინფორმაცია, რომ მასალა წაშლილია. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 116 ქვეყანაში COVID 19–ით ინფიცირების 127 863 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაიცვალა 4 717 და განიკურნა 68 310 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0