ეროვნული ბანკი ტურისტული სექტორისთვის შეღავათების შემოღების მომხრეა

© Sputnik / Alexander Imedashvili"საქართველოს ბანკის" ფილიალი
საქართველოს ბანკის ფილიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაწყვეტილება მიღებული იქნება კომერციულ ბანკებთან კონსულტაციებისა და შექმნილი ვითარების გაანალიზების საფუძველზე.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ტურისტული სექტორისთვის კრედიტების შესაძლო რესტრუქტურიზაციისკენ მოუწოდა.

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდაფეთქების შემდეგ საქართველოს ტურისტული სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 0,7%-ით შემცირდა. ექსპერტების ვარაუდით, კლება მარტშიც გაგრძელდება გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საშიში ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება.

„მოვუწოდეთ კომერციულ ბანკებს – იმ კლიენტებისთვის, რომელთათვისაც ეს შესაძლებელია, კრედიტების რესტრუქტურიზაცია მოახდინონ. ასეთი გამოწვევის დროს მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სწორი ნაბიჯები გადადგას“, – განუცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ Palitra TV-ს. 
დედაქალაქის ერთ-ერთი აფთიაქი - Sputnik საქართველო
 კორონავირუსი საქართველოში: უნდა მოვიმარაგოთ თუ არა სურსათი და მედიკამენტები

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ თავად კომერციული ბანკები დაინტერესებული არიან ფინანსურ სტაბილურობაში.

„ფინანსური სტაბილურობა ჩვენ გვეხმარება ასეთი შოკების გადატანაში და კომერციულ ბანკებს არც ერთ შემთხვევაში არ აწყობთ გადაუხდელი ვალები, ამიტომ სიტუაცია უნდა გაანალიზდეს და, აქედან გამომდინარე, კომერციული ბანკები გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

არსებული მონაცემებით, უცხოელი ვიზიტორების შემცირებისა და ავიამიმოსვლის შეჩერების გამო მიმდინარე წლის თებერვალში ტურისტულ სექტორს 30 მლნ ლარის ზარალი მიადგა.

ამასთან, კორონავირუსის ეპიდაფეთქებისა და მსოფლიოში ნავთობის ფასთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა დაიწყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 12 მაისისთვის ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2,8791 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 0,032 ლარით გაუფასურდა. ორშაბათის, 10 მარტის მაჩვენებელთან შედარებით, ლარი თითქმის 3%-ით გაუფასურდა.

ყველა ახალი ამბავი
0