„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს, როგორი იქნება 2020 წლის არჩევნები

გამოწერა
თითქმის ოთხთვიანი კამათისა და დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ალტერნატიული სისტემა წარმოადგინეს

თბილისი, 11 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ ოთხშაბათს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები დაარეგისტრირა, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლას ეხება. 

პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები  გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარეობდა - ოპოზიცია და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ვერაფრით ახერხებდნენ საერთო ენის გამონახვას. მხარეები მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების ჩარევის შემდეგ, 8 მარტს შეთანხმდნენ.

ასე რომ, გადაწყდა საკონსტიტუციო ნორმის შეცვლა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შემდეგი სისტემით: 150 სადეპუტატო ადგილიდან 30 გადანაწილდება ერთმანდატიან ოლქებში.

როგორი იქნება არჩევნები

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

150 ადგილიდან 120 გადანაწილდება პარტიებს შორის, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ, ან ბლოკებს შორის, რომლებიც, სულ მცირე, ხმების იმდენივე პროცენტს მიიღებენ, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
როგორ გადანაწილდება 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქები რეგიონების მიხედვით

დანარჩენი ადგილები 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვეულებს შორის გადანაწილდება.

არსებული სისტემისგან განსხვავებით, ადგილების გადანაწილება პარლამენტში პარტიებს შორის ახალი ფორმულით დაითვლება, რომელიც ითვალისწინებს პროპორციული არჩევნების შედეგებზე ორიენტირებას.

ამ ფორმულით პარტია ან ბლოკი, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც, არჩევნების შედეგად მიიღებს მხოლოდ ერთი-მეოთხედით მეტ მანდატს, ვიდრე მას პროპორციული არჩევნების შედეგად ეკუთვნის.

თუ მანდატების შედეგების დათვლის შემდეგ პარტიას ან ბლოკს დაწესებულ ლიმიტზე მეტი აღმოაჩნდება, მათ იმ პარტიებსა და ბლოკებს შორის გადაანაწილებენ, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.

სად ჩატარდება არჩევნები

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, საქართველოში არა 73, არამედ 30 ერთმანდატიანი ოლქი იქნება. მათგან ყველაზე მეტი, 8 - თბილისში. დანარჩენი 22 ათ რეგიონში გადანაწილდება. 

რეგიონი ოლქების რაოდენობა
 კახეთი   2
 ქვემო ქართლი   3
 მცხეთა-მთიანეთი   1
 შიდა ქართლი     2
 სამცხე-ჯავახეთი     2
 იმერეთი   4
 სამეგრელო-ზემო სვანეთი   3
 გურია    1 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა  3

 რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი  

 1

 ვის შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა

კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პარტიებს, რომლებიც ცესკოს წარუდგენენ არანაკლებ 5 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერას, ასევე, პარტიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში და მიიღეს არანაკლებ 15 ათასი ამომრჩევლის ხმა, ასევე, პარტიებს, რომელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიიღო არანაკლებ 15 ათასი ამომრჩევლის ხმა.

რა იქნება შემდეგ

საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე დაარეგისტრირა პარლამენტის ბიურომ და მომდევნო კვირას პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება კომისიის შემადგენლობა, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონში შესწორებების საჯარო განხილვას უზრუნველყოფს. 

პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: ხელისუფლება და ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს არჩევენ

კორონავირუსის საფრთხის გამო პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ არ გამორიცხა, რომ ამ ცვლილებების საჯარო განხილვა ტრადიციულისგან განსხვავებული იქნება.

 „მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით იქნება მისი ჩატარება უსაფრთხო - ონლაინ რეჟიმში თუ ადგილებზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საჯარო განხილვა გაგრძელდება ერთ თვეს, რის შემდეგაც დამუშავებული კანონპროექტი დაუბრუნდება პარლამენტს, რომელიც მას სამი მოსმენით უყრის კენჭს.

შესწორებების მისაღებად აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოს 149-იდან 112 დეპუტატის მხარდაჭერა.

ყველა ახალი ამბავი
0