ზალკალიანი: იტალიაში მყოფი ქართველი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს

© photo: Prime Time / FBსაგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იტალიაში მყოფ კორონავირუსით დაინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეზე ისაუბრა
ზალკალიანი: იტალიაში მყოფი ქართველი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს
„იცით, რომ იტალიაში გვყავდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაინფიცირებული იყო კორონავირუსით. ის გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ეს ძალიან კარგი ცნობა არის ჩვენთვის. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, ის ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკის ზონად გამოცხადდა: იტალია, ირანი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, დაემატა გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი.

ყველა ახალი ამბავი
0