https://sputnik-georgia.com/20200311/yofili-meuRlis-mkvlelobisTvis-mamakacs-20-wliT-patimroba-miesaja-247946654.html
ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის მამაკაცს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა
ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის მამაკაცს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
სასამართლომ ბრალდებული ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის... 11.03.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-03-11T18:56+0400
2020-03-11T18:56+0400
2021-10-19T17:21+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24777/91/247779165_0:263:2501:1669_1920x0_80_0_0_3154f03b8070e31c9b6dc7bfda76c603.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24777/91/247779165_550:206:2500:1669_1920x0_80_0_0_24fb5a5c147ff539cdeecd144e90d358.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის მამაკაცს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა
18:56 11.03.2020 (განახლებულია: 17:21 19.10.2021) სასამართლომ ბრალდებული ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დამნაშავედ ცნო
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
მამაკაცი 2019 წლის 11 ოქტომბერს ხაშურში ყოფილ მეუღლესთან სამსახურში შურისძიების მოტივით, კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღითა და სამი ხელყუმბარით მივიდა, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა.
„ვინაიდან ბრალდებულმა ი.დ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ყოფილი მეუღლის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, რომელიც არ აფეთქდა. ნ.გ.-მ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით იქვე მდებარე სუპერმარკეტში შეაფარა თავი, სადაც ი.დ. შეჰყვა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავისა და სხეულის არეში ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ოცზე მეტი დაზიანების შედეგადაც ნ.გ. საავადმყოფოში გარდაიცვალა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ი.დ. 2019 წლის 12 ოქტომბერს ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სრულად ცნო და სასჯელის სახით 20-წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.